ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
ამ მოდულში მოცემულია ზუსტად დასასმელი შეკითხვები, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.
ქეთევან გერგედავა
Sunday, February 21, 2016
Saturday, February 20, 2016
Sunday, December 15, 2013
გაკვეთილის გეგმა მუსიკაში
გაკვეთილის თემა: VI კლასი. მცირე
ოქტავის ნოტები ხაზებს შორის
გაკვეთილის მიზანი: მუსიკის ელემენტარული თეორიის გაცნობა-გაზიარება;
სანოტო სისტემის ნიშნების ამოცნობა და ჩაწერა.
კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებთან:
მუს.VI.4. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის გამოყენება.
·
კითხულობს და წერს ნოტებს ვიოლინოს, ბანის გასაღებში;
·
ამოიცნობს და იყენებს ალტერაციის ნიშნებს;
მუს. VI.6. მოსწავლეს შეუძლია სხვებთან თანამშრომლობა.
სასწავლო რესურსები:
მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნი; მოსწავლის სამუშაო რვეული; ცარცი; დაფა; ფანქარი;
აქტივობა I:
მუშაობის ფორმა - მინი ლექცია
ინდივიდუალური გამოკითხვა.
მასწავლებლი ეკითხება მოსწავლეებს გაკვთილს,ასევე შეახსენებს სანოტო დამწერლობის ისტორიას და გვიდო არეცოს სანოტო რეფორმაზე.
გამღერება ფორტეპიანოზე.
აქტივობა II:
მუშაობის ფორმა -მონაწილეობს მთელი კლასი.
კითხვა-პასუხის შემდეგ მასწავლებელი იძახებს მოსწავლეს დაფასთან და სთხოვს გამოსახოს ვიოლინოსა და ბანის გასაღები.
ჩაწეროს ბანის გასაღებში ნოტები ხაზებს შორის.
აქტივობა III
მუშაობის ფორმა, ინდივიდუალური სამუშაოების შესრულება მოსწავლის სავარჯიშო რვეულში.
თითოეული მოსწავლე ჩაწერს ნოტებს სავარჯიშო რვეულში ბანის გასაღებში ხაზებს შორის.
მასწავლებელი მიანიშნებს მოსწავლეებს დაიცვან მანძილი და ზუსტად ჩასვან ბგერები ხაზებს შორის.
აქტივობა IV:
მუშაობის ფორმა: მონაწილეობს მთელი კლასი:
მასწავლებელი ახსენებს კლავიატურაზე ოქტავების განლაგებას;
ვარკვევთ სად მდებარეობს მცირე ოქტავა;ჩამოთვლიან მოსწავლეები ინტერვალებს,თითოეული ინტერვალის მნიშვნელობას, ალტერაციის ნიშნებს და მათ გამოყენებას.ტონები და ნახევარტონები,რამაც შესაძლებელობა მოგვცა სრულად და თანმიმდევრულად ესაუბრათ ინტერვალების რაობაზე.
I - წმინდა ინტერვალები
II - დიდი ინტერვალები
III - პატარა ინტერვალები
მოსასმენი მასალა:
ლ.ვ.ბეთჰოვენი. საფორტეპიანო სონატა #8 დო მინორი „პათეტიკური“, მეორე ნაწილი საორკესტრო
ვარიანტი.მოსწავლეები უსმენენ და წერენ საკუთარ შთაბეჭდილებას.
მოსწავლეთა შეფასება: მოსწავლეები შეფასდებიან სასწავლო
გეგმის შედეგებთან მისაღწევი კრიტერიუმებით.
მუს.VI.4.
მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის გამოყენება.
კითხულობს და წერს ნოტებს ვიოლინოსა და ბანის გასაღებში;
ამოიცნობს და იყენებს ალტერაციის ნიშნებს;
ჩაწერს ტაშით ან კაკუნით გადმოცემულ რიტმულ ნახაზს;
ნაწარმოების,მისი ფრაგმენტის გადაწერის დროს არ უშვებს
შეცდომებს;
მცირე ფორმის საფორტეპიანო ნაწარმოების/ფრაგმენტის მოსმენისას
თვალს ადევნებს სანოტო ჩანაწერს;
იყენებს სანოტო სისტემის ცოდნას ნაწარმოების შესწავლის,
კომპიუტერულ პროგრამებზე მუშაობისას.
Saturday, December 14, 2013
პროექტი
- პროექტის სახელწოდება: ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ქართული საკრავების გაცნობა და მათი ხმოვანების ამოცნობა.
- პროექტის აქტუალობა: ქართული კულტურის ნაწილი
- პროექტის მიზნები: ბავშვებში განავითაროს რიტმის,სმენისა და მეხსიერების შეგრძნების უნარი
- მონაწილეთა ასაკი: 9
- ვადები/ხანგრძლივობა: სამი კვირა
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა საკრავებს და მათ ჟღერადობას
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მაგნიტოფონი;აუდიო დისკი;
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ინსტრუმენტზე ინფორმაციების მოძიება, საკრავის მოსმენა–ანალიზი, საკრავების ამოცნობა ფორმით. დავალების შესრულება მუსიკალურ–კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მუს.I.9.
მოსწავლე იცნობს ნასწავლ მუსიკალურ საკრავებს.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:· ჩამოთვლის ნაცნობ მუსიკალურ საკრავებს;· ამოიცნობს მათ ფორმის მიხედვით;· განასხვავებს საკრავების ჟღერადობას.
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ქეთევან გერგედავა
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: qetevangergedava@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: qetevangergedava.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)