გაკვეთილის თემა: VI კლასი. მცირე
ოქტავის ნოტები ხაზებს შორის
გაკვეთილის მიზანი: მუსიკის ელემენტარული თეორიის გაცნობა-გაზიარება;
სანოტო სისტემის ნიშნების ამოცნობა და ჩაწერა.
კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებთან:
მუს.VI.4. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის გამოყენება.
·
კითხულობს და წერს ნოტებს ვიოლინოს, ბანის გასაღებში;
·
ამოიცნობს და იყენებს ალტერაციის ნიშნებს;
მუს. VI.6. მოსწავლეს შეუძლია სხვებთან თანამშრომლობა.
სასწავლო რესურსები:
მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნი; მოსწავლის სამუშაო რვეული; ცარცი; დაფა; ფანქარი;
აქტივობა I:
მუშაობის ფორმა - მინი ლექცია
ინდივიდუალური გამოკითხვა.
მასწავლებლი ეკითხება მოსწავლეებს გაკვთილს,ასევე შეახსენებს სანოტო დამწერლობის ისტორიას და გვიდო არეცოს სანოტო რეფორმაზე.
გამღერება ფორტეპიანოზე.
აქტივობა II:
მუშაობის ფორმა -მონაწილეობს მთელი კლასი.
კითხვა-პასუხის შემდეგ მასწავლებელი იძახებს მოსწავლეს დაფასთან და სთხოვს გამოსახოს ვიოლინოსა და ბანის გასაღები.
ჩაწეროს ბანის გასაღებში ნოტები ხაზებს შორის.
აქტივობა III
მუშაობის ფორმა, ინდივიდუალური სამუშაოების შესრულება მოსწავლის სავარჯიშო რვეულში.
თითოეული მოსწავლე ჩაწერს ნოტებს სავარჯიშო რვეულში ბანის გასაღებში ხაზებს შორის.
მასწავლებელი მიანიშნებს მოსწავლეებს დაიცვან მანძილი და ზუსტად ჩასვან ბგერები ხაზებს შორის.
აქტივობა IV:
მუშაობის ფორმა: მონაწილეობს მთელი კლასი:
მასწავლებელი ახსენებს კლავიატურაზე ოქტავების განლაგებას;
ვარკვევთ სად მდებარეობს მცირე ოქტავა;ჩამოთვლიან მოსწავლეები ინტერვალებს,თითოეული ინტერვალის მნიშვნელობას, ალტერაციის ნიშნებს და მათ გამოყენებას.ტონები და ნახევარტონები,რამაც შესაძლებელობა მოგვცა სრულად და თანმიმდევრულად ესაუბრათ ინტერვალების რაობაზე.
I - წმინდა ინტერვალები
II - დიდი ინტერვალები
III - პატარა ინტერვალები
მოსასმენი მასალა:
ლ.ვ.ბეთჰოვენი. საფორტეპიანო სონატა #8 დო მინორი „პათეტიკური“, მეორე ნაწილი საორკესტრო
ვარიანტი.მოსწავლეები უსმენენ და წერენ საკუთარ შთაბეჭდილებას.
მოსწავლეთა შეფასება: მოსწავლეები შეფასდებიან სასწავლო
გეგმის შედეგებთან მისაღწევი კრიტერიუმებით.
მუს.VI.4.
მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის გამოყენება.
კითხულობს და წერს ნოტებს ვიოლინოსა და ბანის გასაღებში;
ამოიცნობს და იყენებს ალტერაციის ნიშნებს;
ჩაწერს ტაშით ან კაკუნით გადმოცემულ რიტმულ ნახაზს;
ნაწარმოების,მისი ფრაგმენტის გადაწერის დროს არ უშვებს
შეცდომებს;
მცირე ფორმის საფორტეპიანო ნაწარმოების/ფრაგმენტის მოსმენისას
თვალს ადევნებს სანოტო ჩანაწერს;
იყენებს სანოტო სისტემის ცოდნას ნაწარმოების შესწავლის,
კომპიუტერულ პროგრამებზე მუშაობისას.